სამი წელი დაპირებიდან _ სიახლე ჩოხატაურში ვერ/არ აშენებული ბაღების სერიაში – ამ სათაურით 29 აპრილს ონლაინ მედიაში www.gurianews.com-ზე გამოქვეყნდა სტატია .
„გურია ნიუსის“ ფეისბუქჯგუფში ერთ-ერთმა მომხარებელმა შემდეგი სახის კომენტარი გააკეთა:
თ.ძ: სოფელ გუთურში უნდა დაეწყოთ მშენებლობა, ამოთხარეს უარმაზარი საძირკველი სამი წლის წინ, მაგრამ ახლა ბაყაყებითაა სავსე,საშინელი მდგომარეობაა!როდის აშენდება ხომ ვერ გვეტყვით?!
აღნიშნულ თემაზე “გურია ნიუსი” მუშაობს და ვრცელ კომენტარსაც აღნიშნულ საკითხზე მალე შემოგთავაზებთ.
ამ ეტაპზე ჩვენთვის და არა მხოლოდ ჩვენთვის უცნობია როდის დაიწყება ჯერ კიდევ 2023 წელს დაპირებული შენობების მშენებლობები.


































































