პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს საქართველოს დემოკრატია ალყაშია, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში პრესის თავისუფლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ პოსტში წერს.
“საქართველოში 2024 წლის ოქტომბრიდან 181-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა, 26 დააკავეს, 20-ზე მეტი მედია საშუალება კი დაადუმეს. ეს ჩვენი ევროპული გზის სისტემატური ღალატია“, – წერს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი.
On #WorldPressFreedomDay, Georgia’s democracy is under siege. 🇬🇪 Since Oct 2024: 181+ journalists injured, 26 detained, 20+ outlets silenced. This is a systematic betrayal of our European path.
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) May 3, 2026

































































