https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

სამი წელი დაპირებიდან _ სიახლე ჩოხატაურში ვერ/არ აშენებული ბაღების სერიაში

14:11; 29.04.2026
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობანში თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღის პროექტირება იწყება _ ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 22 აპრილს გაავრცელა.

გავრცელებული ინფორმაციით, სოფელ ქვენობნის საბავშვო ბაღი არანაკლებ 25 ბავშვზე იქნება გათვლილი, ლანჩხუთის ბაღი, პროექტის მიხედვით, არანაკლებ 125 ბავშვისთვის განკუთვნილი ბაღის აშენებას ითვალისწინებს, სოფელ წყალწმინდაში დაგეგმილია არანაკლებ 100 ბავშვზე გათვლილი ბაღის მშენებლობა.

როგორც მუნიციპალური განვითარების ფონდში აცხადებენ, ახალ საბავშვო ბაღებში შეიქმნება ყველა აუცილებელი პირობა, რაც უზრუნველყოფს ბავშვების კომფორტულ, უსაფრთხო და სოციალიზაციაზე ორიენტირებულ გარემოში აღზრდას.

ინფორმაციისთვის, სოფელ ქვენობნის საბავშვო ბაღის არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურებების შესყიდვის შესახებ განცხადება სახელმწიფო შესყიდვების გვერდზე მუნიციპალური განვითარების ფონდმა 23 იანვარს განათავსა. წინადადებების მიღება 18 თებერვალს დაიწყო, ხოლო 23 თებერვალს შეწყდა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულებად 478 590 ლარი განისაზღვრა.

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ CNT260000006 კონკურსში

მონაწილეობა მიიღო ათმა (10) პრეტენდენტმა: შპს “კად XXI”; შპს “ნოსელი სტუდიო”; შპს “ნუევო არქვიზუალი”; შპს “როიალ არტ ჯგუფი Royal Art Group”; სს “ხურო”; შპს “არქიტექტონიქსი”; შპს “გრინ სტუდიო”; შპს “სმარტ ექსპერტი”; შპს “ვეგა+”; შპს “Georgianhouse”.

ამ დროის მდგომარეობით ხელშეკრულება შპს “როიალ არტ ჯგუფი Royal Art Group”-თან არის გაფორმებული.

როგორც ხელშეკრულებაში ვკითხულობთ, გაანგარიშებით წარმოდგენილი წინადადების ფასი დღგ-ს გარეშე შეადგენს 478,590.00 ლარს, ხოლო დღგ-ს ჩათვლით შეადგენს 564,736.20 ლარს.

MY.GOV.GE-ს გვერდზე არსებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული კომპანია 2012 წლის 8 ნოემბერს არის რეგისტრირებული და ერთი პირის საწარმოს წარმოადგენს. დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი მიხეილ მახარაძეა.

Tendermonitor.ge-ზე არსებული მონაცემების თანახმად, კომპანიას მონაწილეობა 95 ტენდერში აქვს მიღებული _ აქედან 27 მოიგო, 6 არ შედგა, 4 მიმდინარეა, 58 კი წააგო.

მოგებული ტენდერების საერთო სავარაუდო ღირებულება 2 803 716 ლარს შეადგენს, მოგებული კონტრაქტების საერთო ღირებულება 2 134 461.97 ლარია. დანაზოგი 23.87%. მონაწილეთა საშუალო რაოდენობა შემდგარ ტენდერებში 16.89.

4 გამარტივებული შესყიდვის საერთო ხელშეკრულებების საერთო ღირებულება 61 520 ლარია.

აღნიშნულ კომპანიას აქვს 2019 წელს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ოზურგეთში ორი მცირე სკვერისა და დასასვენებელი პარკის რეაბილიტაციის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურება გახორციელებული. კერძოდ, აღნიშნული სკვერებია: კულტურისა და დასვენების პარკი; სამკუთხა სკვერი (ოზურგეთის დრამატული თეატრის გვერდით) და 9 აპრილის პარკი. კონტრაქტის ღირებულებამ 239,500 ლარი შეადგინა.

მომსახურება მოიცავს, მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ქვენობნის საბავშვო ბაღის პროექტირების სამუშაოებს _ ახალი საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოებისთვის საჭირო დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენას, არქიტექტურული პროექტის შეთანხმებას და საავტორო ზედამხედველობას წინამდებარე ტექნიკურ დავალებაში მოცემული ეტაპების, მოთხოვნებისა და პირობების შესაბამისად.

“კერძოდ, ტექნიკური დავალება მოიცავს:

საბავშვო ბაღის შენობა გათვლილი უნდა იყოს არანაკლებ 25 ბავშვზე (ერთ ჯგუფზე) და უნდა მოიცავდეს (თუმცა, შეიძლება არ შემოიფარგლოს) შემდეგ სივრცეებს:

ცენტრალური შესასვლელი ტამბური;

_ ჯგუფური უჯრედი, სადაც უნდა შედიოდეს ჯგუფის ოთახი არანაკლებ 25 ბავშვზე,

(საძინებელი, სათამაშო/სასადილო სივრცე, გასახდელი, სანკვანძი, მინი–ბუფეტი);

_ დირექტორის ოთახი;

_ სანკვანძი პერსონალისთვის;

_ დამხმარე (სამეურნეო) სათავსო;

_ კვების ბლოკი;

_ სამედიცინო ოთახი/იზოლატორი;

_ საუთოვებელი და სამრეცხაო ოთახი;

_ დამლაგებლის ოთახი სველი წერტილით და სადეზინფექციო სათავსით;

_ სანიტარული კვანძი შ.შ.მ პირებისათვის;

_ დაცვის ოთახი;

_ სათამაშო ზონა (მინ. 150 კვ.მ) _ სათამაშო მოედნის მოწყობილობა უნდა ითვალისწინებდეს ბავშვის ასაკსა და სიმაღლეს, დამზადებული უნდა იქნეს გლუვზედაპირიანი, მაღალხარისხიანი რბილი მასალისაგან, ხოლო კონსტრუქციული გადაწყვეტა უნდა უზრუნველყოფდეს უსაფრთხო გამოყენებას, მყარად დამაგრებასა და ტრამვების თავიდან აცილებას, უნდა მოეწყოს სხვადასხვა სახის ატრაქციონები. სათამაშო მოედანი უზრუნველყოფილი უნდა იქნეს სათანადო რაოდენობის საჩრდილობლებით ადრეული და სკოლამდელი აღზრდის ჯგუფებისათვის.

ჯგუფური მოედნის აღჭურვილობა:

ა) სასრიალო;

ბ) საქანელა;

გ) ასაძრომი აღჭურვილობა;

დ) ქვიშის მოედანი;

ე) სათამაშო სახლი;

ვ) სკამები/ დასაჯდომი;

ზ) საცოცი–გასაძრომი კონსტრუქციები;

თ) მაგიდა სკამებით;

ი) ბალანსის აღჭურვილობა;

კ) პლატფორმა/სათამაშო მოედანი შემაღლებაზე;

ლ) სანაგვე ურნა;

ე) წყლის დასალევი შადრევანი ე.წ სოკო, ბავშვების სიმაღლეზე მორგებული

საინჟინრო შენობა–ნაგებობები.

პროექტში გასათვალისწინებელი აუცილებელი სათავსების ჩამონათვალი მათი ფართები უნდა დაზუსტდეს დავალების მე-3 თავში მოცემული სამშენებლო ნორმების და წესების და რეგულაციების მოთხოვნების შესაბამისად და პროექტირების I ეტაპზე შეთანხმდეს დამკვეთთან.

დამატებითი მოთხოვნები:

პროექტირებისას გათვალისწინებული უნდა იყოს აღნიშნული რაიონებისთვის დამახასიათებელი კლიმატური ფაქტორები და შესაბამისი დატვირთვები შენობაზე, რომელიც განისაზღვრება სამშენებლო ნორმების და წესების “სამშენებლო კლიმატოლოგია” (პნ 01.05-08) მონაცემების საფუძველზე.

შენობის საძირკვლების და კონსტრუქციული ელემენტების დაპროექტებისას გათვალისწინებული უნდა იყოს სამშენებლო ნორმების და წესების “სეისმომედეგი მშენებლობა” (პნ 01.01-09), “შენობების და ნაგებობების ფუძეები” (პნ 02.01-08) მოთხოვნები.

შენობიდან თბოდანაკარგების შემცირების მიზნით, პროექტი უნდა მოიცავდეს ენერგოეფექტურობის ღონისძიებებს, გათბობის, ვენტილაციის და განათების სისტემების ენერგოდამზოგ გადაწყვეტებს.

გადახურვის და კედლის თბოიზოლაცია _ შემოთავაზებული უნდა იქნას კლიმატური პირობების შესაბამისად. თბოიზოლატორი არ უნდა იყოს აალებადი, ცეცხლის გადამცემი.

პროექტების შედგენისას აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის შენობის ადაპტაციის ღონისძიებები.

მინიმუმამდე უნდა იქნეს დაყვანილი გარემოზე ზემოქმედება. გამოყენებული მასალები უნდა იყოს პრაქტიკული, ეკოლოგიურად სუფთა და ცეცხლგამძლე.

კონსტრუქციული თვალსაზრისით შენობა(ები) უნდა აკმაყოფილებდეს სიმტკიცისა და მდგრადობის მოთხოვნებს და უზრუნველყოფდეს მის უსაფრთხო ექსპლუატაციას, ნორმებით გათვალისწინებულ დატვირთვებზე (მათ შორის სეისმურ დატვირთვაზე).

მათი კონსტრუქციული სქემა უნდა იყოს ოპტიმალური და გამორიცხავდეს მასალის გადახარჯვას მოცემული დატვირთვებისა და ზემოქმედებებისთვის.

  • საპროექტო გადაწყვეტილებებმა უნდა უზრუნველყოს ობიექტის მინიმალური საექსპლოატაციო მოვლა–პატრონობის ხარჯები;

გასაწევი მომსახურება შედგება ორი სტადიისგან. თითოეული სტადია მოიცავს 3 ძირითად ეტაპს.

I სტადია შედგება 3 ძირითადი ეტაპისაგან რომლებიც ეტაპობრივად უნდა ჩაბარდეს დამკვეთს. მომსახურების I-II ეტაპების მიწოდების სრული ვადა შეადგენს 6 თვეს, რომელიც აითვლება ხელშეკრულების გაფორმების დღიდან.

III ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები შესრულებულად ჩაითვლება ობიექტზე სამშენებლო სამუშაოების დასრულებისა და ექსპლუატაციაში მიღების შემდგომ.

ხელშეკრულება 20 აპრილს დაიდო და ძალაში 2030 წლის 31 დეკემბრამდეა“, _ წერია სახელმწიფო შესყიდვების გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ქვენობანში, არანაკლებ 25 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის დეტალური საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად ბაზარს იკვლევდა, ჯერ კიდევ 2025 წელს გავრცელდა.

tenders.procurement.gov.ge-ს გვერდზე არსებული მონაცემების თანახმად, პირველად განაცხადი ბაზრის კვლევის შესახებ 2025 წლის 17 დეკემბერს დარეგისტრირდა. ელექტრონული შესყიდვის შესახებ წინადადებების მიღება 25 დეკემბერს დაიწყო და 26 დეკემბერს შეწყდა. არსებული ცნობით, ბაზრის კვლევის შესახებ გამოცხადებული შესყიდვა ვერ შედგა.

ამის შემდეგ მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბაზრის კვლევა ხელახლა დაიწყო.

“სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (საიდენტიფიკაციო კოდი: 206074193) გეგმავს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ქვენობანში, ს.კ. #28.08.24.356 არანაკლებ 25 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღ(ებ)ის მშენებლობისთვის დეტალური საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების (CPV-71200000) შესყიდვას.

შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ქვენობანში, ს.კ. #28.08.24.356 არანაკლებ 25 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღ(ებ)ის მშენებლობისთვის დეტალური საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების) სავარაუდო ღირებულება და აღნიშნული მომსახურების შესყიდვის ელექტრონულ ტენდერში/კონკურსში მონაწილეობის მსურველი პრეტენდენტების ზოგადი გამოცდილება“, _ წერია მუნიციპალური განვითარების ფონდის შესყიდვის შესახებ გაკეთებულ განაცხადში, რომელიც 2025 წლის 30 დეკემბერს დარეგისტრირდა, წინადადებების მიღება კი 2026 წლის 15 იანვარს დაიწყო და 16 იანვრის 18 საათზე შეწყდა.

არსებული ოფიციალური მონაცემებით, ბაზრის კვლევა იმ ფასის დასადგენად, თუ რა ფასში გამოცხადდებოდა ტენდერი, დასრულებული იყო.

რა მდგომარეობაშია ქვენობნის ბაღი და რამდენი აღსაზრდელი ჰყავს, _ ამის შესახებ ა(ა)იპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულება “მომავალი”-ს დირექტორი ნინო ბარამიძეს ვესაუბრეთ.

ბარამიძის თქმით, აღნიშნულ საბავშვო ბაღში 16 აღსაზრდელი დადის:

“შენობა ავარიულ მდგომარეობაშია. სადრენაჟე სისტემა საძირკველშია, წყალი დგას. კედლები დაზიანებულია, იატაკი, ნესტიდან გამომდინარე, დაზიანებულია. არასტანდარტული შენობაა. 16 აღსაზრდელი დადის ამ დროისთვის ამ შენობაში“, _ ამბობს ბარამიძე ჩვენთან საუბრისას.

“გურია ნიუსს” ქვენობანში ეუბნებიან, რომ “შენობა, დაახლოებით, ორი წლის წინ გადახურეს, რას ხურავდნენ, თუ ამ მდგომარეობაში იყო?”

ინფორმაციისთვის. ქვენობნის ბაღი ერთ-ერთი ბაღია იმ ბაღებიდან, რომელიც 2023 წელს, პრემიერის გაკეთებული დაპირების მიხედვით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში უნდა აშენებულიყო.

როგორც ცნობილია, პრემიერის მიერ ინიცირებული პროგრამა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში 2 ეტაპად უნდა გახორციელებულიყო.

ჯერ იგეგმებოდა სოფლების: გუთურის, გოგოლესუბნის, ზომლეთის და შუა ამაღლების საბავშვო ბაღების მშენებლობა, ხოლო პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ კი, როგორც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიაში გვეუბნებოდნენ, ბაღები აშენდებოდა იანეულში, ქვენობანში, დაბლაციხესა და გორაბერეჟოულში. თუმცა, ამ დროისთვის აშენებული არც ერთი არ არის.

გარდა ამისა, მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს 1 ბაღის და 1 ბაგა-ბაღის პროექტირება/რეაბილიტაციის სამუშაოები.

კომპანიას, რომელთანაც ხელშეკრულება მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2023 წლის 10 მაისს გააფორმა და სოფელ გუთურში, გოგოლესუბანში, ზომლეთსა და შუა ამაღლებაში 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის პროექტირება/მშენებლობა უნდა გაეხორციელებინა, ხელშეკრულება 2025 წლის თებერვალში ცალმხრივად შეუწყვიტეს. აღნიშნული კომპანია აწარმოებდა 1 ბაღის და 1 ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია/პროექტირების სამუშაოებსაც.

როგორც მუნიციპალური განვითარების ფონდის გვერდზე 2025 წლის 17 თებერვლით დათარიღებულ კომპანიისადმი მიწერილ წერილში ვკითხულობთ, სამშენებლო ობიექტები თვეებია გაჩერებულია, ხოლო შპს “ლაგი კაპიტალს” ხელშეკრულების შეწყვეტამდეც არაერთი გაფრთხილება აქვს მიღებული.

ბაღების მშენებლობასთან დაკავშირებით მუნიციპალური განვითარების ფონდმა ახალი ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე 2025 წლის 31 მარტს გამოაცხადა, თუმცა, 13 მაისს შესყიდვა შეწყვიტა.

“2025 წლის 31 მარტს, ერთი ხელშეკრულების ფარგლებში, Design-Build მეთოდით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, 50 ბავშვზე გათვლილი ოთხი საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის არსებული საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირების (საჭიროებისამებრ) და მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების შესრულების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით გამოცხადებული NAT250006487 ელექტრონული ტენდერის შეწყვეტის საკითხი.

სატენდერო კომისიის წევრებმა აღნიშნეს: ვინაიდან, საჭიროა წინამდებარე NAT250006487 ელექტრონული ტენდერის სატენდერო პირობებით გათვალისწინებული ტექნიკური დავალებით განსაზღვრული პირობების გადასინჯვა, მიზანშეწონილია შეწყდეს ხსენებული ელექტრონული ტენდერი“, _ წერია შესყიდვის შეწყვეტის შესახებ ოქმში.

ამ დროისთვის, 2025 წლის 1 მაისს დადებული ხელშეკრულების თანახმად, Design-Build მეთოდით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ჩოხატაურის #1 საბავშვო ბაღის და ჩოხატაურის #1 ბაგა-ბაღის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისთვის დეტალური პროექტის მომზადების და მის საფუძველზე შესაბამისი სამუშაოების შესრულებას შპს “მეგა ჰაუსი” ახორციელებს. ხელშეკრულება ძალაში 2028 წლის 31 დეკემბრამდეა.

რაც შეეხება დანარჩენ ბაღებს, ჯერჯერობით, უცნობია, როდის გამოცხადდება მათი პროექტირება/ მშენებლობის შესახებ სახელმწიფო შესყიდვა.

კომპანიის ხელმძღვანელობას კი, რომელსაც ბაღები უნდა აეშენებინა, საქართველოს პროკურატურამ 2025 წლის ოქტომბერში ბრალდება წარუდგინა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება/გამოყენების ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. საუბარია შპს “ლაგი კაპიტალთან” დაკავშირებულ ორ პირზე, რომლებიც სახელმწიფო ტენდერებიდან თაღლითურად 9.4 მილიონამდე ლარს დაეუფლნენ.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე, 194-ე მუხლის მე-2 და მე-3 და 362-ე მუხლის მეორე ნაწილით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება/გამოყენება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თუმცა, “რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, 2025 წლის 29 ოქტომბერს, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილ აღმასრულებელ დირექტორ დავით ტაბიძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო გირაო _ 300 000 ლარი შეუფარდა.

გირაოს შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა, რაც მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ დააკმაყოფილა.

ამავე გადაწყვეტილებით, განაჩენის გამოტანამდე ტაბიძეს აეკრძალა საქართველოდან გასვლა და პასპორტი და პირადობის მოწმობა ჩამოართვეს.

საპატიმრო გირაოს შეფარდებისას ბრალდებულმა ჯერ უნდა გადაიხადოს თანხა და მხოლოდ ამის შემდეგ გაათავისუფლებენ. შესაბამისად, ტაბიძე 300 000 ლარის გადახდის შემდეგ დატოვებს საპატიმროს.

ბრალდება ეხება 30 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილ 9 365 801 ლარს და “ლაგი კაპიტალის” საქმეს.

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, რომელსაც ტაბიძე ხელმძღვანელობდა, არის ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებული სტრუქტურა, საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

ტაბიძე ამ პოზიციაზე 2021 წლის 21 სექტემბრიდან 2025 წლის მაისამდე მუშაობდა _ პოსტი დატოვა “პირადი განცხადების საფუძველზე”. ტაბიძე ამ პოსტზე იყო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრად ირაკლი ქარსელაძის მუშაობის პერიოდში.

იმ დროს, როცა კომპანიამ სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობა დაიწყო, “ლაგი კაპიტალის” 50%-იანი წილი “ქართული ოცნების” ლიდერის, ირაკლი ზარქუას ცოლისძმას, ალექსანდრე ამისულაშვილს ეკუთვნოდა.

ინფორმაციისთვის, ამ წლის 22 აპრილს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღების პროექტირება იწყება ლანჩხუთში და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალწმინდაში.

ოფიციალური ინფორმაციით, ლანჩხუთის ბაღის პროექტი არანაკლებ 125 ბავშვისთვის განკუთვნილი ბაღის აშენებას ითვალისწინებს, სოფელ წყალწმინდაში დაგეგმილია არანაკლებ 100 ბავშვზე გათვლილი ბაღის მშენებლობა.

ბაღიქვენობანი
გაზიარება9Tweet6Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

ყველაფერი რაც კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტზე-  STEM სკოლაზე უნდა იცოდეთ  

11:27; 15 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

“გთხოვთ გურიკამდე მიმიყვანეთ” _ გურამ დადიანიძის დედა მიმართვას ავრცელებს

11:01; 15 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

“ეს ნიშნავს, რომ სულ მალე გვექნება ევროპული სტანდარტების საგანმანათლებლო სივრცე” _ ჩოხატაურის #1 საჯარო სკოლა

09:18; 15 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

გივი მიქანაძე: მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებს, სკოლის დირექტორებს, სტუდენტებსა და სრულიად საზოგადოებას გულითადად გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას

09:14; 15 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

დღეიდან საქართველოში ახალი სასწავლო წელი იწყება

09:10; 15 სექტემბერი, 2026

კობახიძე: 2028 წელს არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღოს ჯანსაღმა პოლიტიკურმა სპექტრმა, ეს არის ჩვენი ამოცანა

მიხეილ სარჯველაძე: ჩემი სურვილია მშობლებთან ერთად ვიმუშაოთ, გავაუმჯობესოთ მკურნალობის ეფექტიანობა პაციენტებისთვის

ყველა სიახლე

საზოგადოება

ყველაფერი რაც კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტზე-  STEM სკოლაზე უნდა იცოდეთ  

11:27; 15.09.2026
პოლიტიკა

კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა

11:15; 15.09.2026
საზოგადოება

“გთხოვთ გურიკამდე მიმიყვანეთ” _ გურამ დადიანიძის დედა მიმართვას ავრცელებს

11:01; 15.09.2026
ფინანსები

ვის შეეხება ქონების გადასახადის ცვლილება? – 40 000-ლარიანი ზღვარი უქმდება

10:51; 15.09.2026
სამართალი

ავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა

9:36; 15.09.2026
პოლიტიკა

,,ბიძინას ეს ტრიუკი უკვე ძალიან არასერიოზულად გამოიყურება“ – მერაბ მეტრეველი

9:34; 15.09.2026
საზოგადოება

“ეს ნიშნავს, რომ სულ მალე გვექნება ევროპული სტანდარტების საგანმანათლებლო სივრცე” _ ჩოხატაურის #1 საჯარო სკოლა

9:18; 15.09.2026
საზოგადოება

გივი მიქანაძე: მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებს, სკოლის დირექტორებს, სტუდენტებსა და სრულიად საზოგადოებას გულითადად გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას

9:14; 15.09.2026
პოლიტიკა

ნინო წილოსანი: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების გაერთიანება უკეთეს კოორდინაციას უზრუნველყოფს

9:12; 15.09.2026
საზოგადოება

დღეიდან საქართველოში ახალი სასწავლო წელი იწყება

9:10; 15.09.2026
მსოფლიო

რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

8:27; 15.09.2026
პოლიტიკა

“სწორედ ამ მიზანს ემსახურება რეფორმა” – გივი მიქანაძე

8:26; 15.09.2026
მსოფლიო

Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

23:16; 14.09.2026
სპორტი

12 წლის სენაკელი მოჭადრაკე საქართველოს ორგზის ჩემპიონია – გაიცანით ნიკოლოზ გოგია

22:09; 14.09.2026
საზოგადოება

ოზურგეთის რომელ საჯარო სკოლას არ ჰყავს პირველკლასელი

21:45; 14.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო