ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი რუსთავის მე-12 სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებაში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მივიდა.
მეუფე გრიგოლმა, სააკაშვილთან ციხეში შესვლამდე ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ ყოფილ პრეზიდენტთან წმინდა წერილი მიაქვს, რადგან იზოლირებულ ადამიანს სჭირდება.
“რა მიზნით შეიძლება სასულიერო პირი მივიდეს პატიმართან? ეს კანონით ნებადართული საკითხია, ვალდებულებაც და უფლებაც. წმინდა წერილი მიმაქვს, განსაკუთრებულად სჭირდება ადამიანს, რომელიც იზოლირებულია”, _ განაცხადა მეუფე გრიგოლმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, სააკაშვილს პატრიარქის დანაბარები ხომ არ უნდა გადასცეს, მეუფე გრიგოლმა პასუხობს: “უნდა გადავცე ის, რასაც სინდისი გვკარნახობს”.
ცნობისთვის, მეუფე გრიგოლი ერთ-ერთია სინოდის წევრებს შორის, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას ხელი მოაწერა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხეში უკვე 29-ე დღეა შიმშილობს.
[sexy_author_bio]