https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ქალი, რომელიც ხელში ვაჟას ფოტოთი დაკრძალეს

14:14; 29.10.2021
ისტორია
Share on FacebookShare on TwitterEmail

თანამედროვეთა ცნობების მიხედვით, პეტერბურგიდან დაბრუნების შემდეგ “წარმოსადეგ, მხარბეჭიან, თაფლა წვერიან, ამაყ და ზავთიანი შეხედულობის, “ნამდვილი არწივის” მსგავს ვაჟა-ფშაველაზე გული არაერთ ქალბატონს შევარდნია. ერთ-ერთი ასეთი ქალბატონის შესახებ (ვახტანგ რაზიკაშვილის წიგნში, “მამაჩემი, ვაჟა-ფშაველა”) კომპოზიტორ ნიკო სულხანიშვილის მეუღლის მოგონება მოგვითხრობს.

ახალგაზრდა, განათლებული, ლამაზი ქალი, ნინო ფურცელაძე მთელი სიცოცხლე ელოდა ვაჟას “მოწყალებას”. ვაჟას გარდაცვალების შემდეგ კი დიდხანს აღარც მას უცოცხლია და ანდერძის თანახმად, ოჯახის წევრებს ხელში ვაჟას სურათით დაუკრძალავთ.

ვაჟას ძმა, ბაჩანა, ვეჯინში მასწავლებლად მუშაობდა, სადაც 1885 წელს გორის საოსტატო სემინარიის დასრულების შემდეგ გაამწესეს. იქ ბაჩანამ 1890 წლამდე იმსახურა და მას შემდეგ ამ ადგილას აღარც დაბრუნებულა. ვაჟა ბაჩანას სტუმრად ჩარგლიდან ეწვია. სტუმარს ვახშამი მოუწყვეს. ვახშამს იქვე მეზობლად მცხოვრები განათლებული, ლამაზი ქალი, ნინო ფურცელაძე დაესწრო. ვახშამი, დაახლოებით, 1885 წლის იანვარ-მარტში შედგა, რადგან 1885 წლის გაზაფხულზე ვაჟას უკვე ცოლად მოჰყავს ეკატერინე ნებალაძე და მათ 1886 წლის პირველ იანვარს უფროსი შვილი _ თამარი შეეძინათ.

სტუმრობის მეორე დღეს სხვა სტუმრებთან ერთად ოჯახს ნინო ფურცელაძე ეწვია, რომელიც ვაჟას პირისპირ, სუფრის მეორე მხარეს მოხვდა. ნინო თვალადი და ტანადი იყო. ნაკითხსა და მცოდნეს განათლება თბილისში მიეღო. ბაჩანას მისგან ბევრი წიგნი მიჰქონდა, საღამოობით მეუღლეს გვერდით მოისვამდა და წიგნებს უკითხავდა. ნინოს მეგობრობის გავლენით წიგნი მალე მარიამმაც შეიყვარა.

ვაჟას ყოველთვის აქებდნენ ბაჩანა და მარიამი, მაგრამ არასოდეს უხსენებიათ მისი ღია თაფლისფერი თვალები, წაბლისფერი ულვაშები და შეუდარებელი, ბავშვური, ალერსიანი ღიმილი, რომელიც ასე უნათებდა სახეს. გაშლილი მხრები, მუქი ყავისფერი ჩოხა, ღირკილოებით შეკრული ატლასის შავი ახალუხი. სუფრასთან ნინოს ხშირად ეუბნებოდა მიირთვიო და ნათქვამს იმდენ სითბოსა და ალერსს ატანდა, ქალს სიწითლემ ლამაზი ლოყები აუფაკლა. როცა გაცნობისას უთხრა, ნინო მქვიაო, ვაჟას მოეწონა, ეს ნამდვილი ქართული სახელიაო. სადღეგრძელოების თქმისას ჯერი ნინოზე მიდგა. ვაჟა წამოიმართა, ჭიქა გვერდით გასწია და ყანწი აიღო.

ბატონო, ეს ნამეტანია! _ დაიმორცხვა ნინომ. არა უშავს _ მიუგო ვაჟამ და თანამესუფრეთ მიმართა: “სადღეგრძელოში მანდილოსნის სილამაზის შექება მიღებული რომ იყოს, იცით როგორ შევაქებდი ნინოს?! სულ ცამდე ავიყვანდი. მაგრამ რა უფლება მაქვს ქართული სუფრის წესი დავარღვიო?! ამიტომ, უნდა ვილაპარაკო ნინოს საქმიანობაზე, ადამიანობაზე. აქ კი ისევ საწინააღმდეგოს ვაწყდები: როგორ შევაქო ისეთი ადამიანის საქმიანობა, რომელიც ეს-ეს არის გავიცანი?!”- ამ დროს დაგვიანებულმა სტუმრებმა ვაჟას სადღეგრძელო შეაწყვეტინეს. სანამ დალაგდნენ, ვაჟა ნინოსკენ გადაიხარა და ჩუმად უთხრა: სახე დიდებული გაქვს, გულიც კარგი გექნება, თქვენს კარგ გულს გაუმარჯოსო და ყანწი გამოცალა.

ლხინი გაგრძელდა. ვაჟამ ფანდური მოითხოვა. შუბლი შეეკრა და ფანდურს სევდიანად ახმიანებდა.

ცოტა ხანში სუფრის წევრებმა აივანზე გადაინაცვლეს. დაიღალეთ? _ ჰკითხა ვაჟამ ნინოს. სუფრასთან მოსვენებით ვიჯექი, რა დამღლიდაო? _ კითხვითვე უპასუხა ნინომ. უსაქმურობა! არც ჭამდით, არც სვამდით, არც ლაპარაკობდით. _ გაიცინა ვაჟამ და ხელზე ხელი წაატანა. ნინო გაჩუმდა და მალე იქვე ჩავლილ მარიამს უკან გაჰყვა. ქალებმა ყველაფერი მიალაგეს. ნინომ ვაჟას თავი დაუკრა და წავიდა.

ვაჟამ ერთი კვირა დაჰყო ძმასთან. როცა ბაჩანა სკოლაში იყო, შინ მარტო დარჩენილი ხან წიგნებს კითხულობდა, ხან წერდა, ხანაც ნინოსთან საუბრობდა. ერთხელ ნინოსთან ერთად გაისეირნა და ახტალას მიადგა. ნინომ ბევრი უამბო ახტალას შესახებ. ვაჟას რაც მოეწონა, უბის წიგნაკში ჩაინიშნა. მეორე დღეს ნინომ ვაჟასთან თავისი და გაგზავნა და სადილად დაპატიჟა. ნასაუზმევს ვაჟამ ყური მოჰკრა მარიამმა სამზარეულოში ბაჩანას რომ ჩუმად უთხრა: ნახე, აქ თუ სიყვარული არ დატრიალდა! მართლაც, დატრიალდა სიყვარული. კომპოზიტორ ნიკო სულხანიშვილის მეუღლემ ამ უიმედო სიყვარულის შესახებ ორიოდე სტრიქონი დაწერა და ისტორიას მისი კვალი არ დაუკარგა.

ნინოს ახალგაზრდა ნიჭიერი მგოსნის სიყვარული გულში ნახვის დღიდანვე ჩავარდნია. იტყოდა ხოლმე: მე თუ გავთხოვდები, მხოლოდ ვაჟას წავყვებიო. ვაჟამ იცოდა ნინოს ეს სურვილი, მაგრამ უარი უთქვამს იმის გამო, რომ თქვენ ფშავში ვერ გაძლებთ, მე კიდევ _ ბარშიო.

ნინო გაუთხოვარი დარჩა, სიკვდილის დღემდე ვაჟას ელოდებოდა. მთხოვნელი ბევრი ჰყავდა, მაგრამ ყველას უარით ისტუმრებდა.

კლიმენტი გოგიავას რომანის მიხედვით, როცა ვაჟას ცხედარი ქაშუეთის ტაძარში დაასვენეს, პანაშვიდზე თმაგაშლილი, გაჭაღარავებული მანდილოსანი ხმამაღალი ტირილით შესულა და კართან დაუჩოქია. ეს ვაჟაზე მთელი სიცოცხლე უიმედოდ შეყვარებული და მისი ყურადღების მომლოდინე, ულამაზესი ნინო ფურცელაძე იყო.

ვაჟას სიკვდილის შემდეგ ნინოს დიდხანს აღარ უცოცხლია. მან, ვაჟას სურათს ჩახუტებულმა, სამუდამო ნავსაყუდელი ვეჯნისხევის სასაფლაოზე დაიდო.

[sexy_author_bio]
ვაჟა ფშაველა
გაზიარება23Tweet15Send

ამავე კატეგორიაში

ისტორია

მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

12:10; 5 ივნისი, 2026
ისტორია

„კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

12:02; 5 ივნისი, 2026
ისტორია

ბედისწერამ თავისი გაიტანა

10:56; 5 ივნისი, 2026
ისტორია

ქართული ნაციონალიზმი

10:00; 3 ივნისი, 2026
ისტორია

როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

09:58; 3 ივნისი, 2026

ფოთში ქალმა ქალი დაჭრა

როგორია საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავალი

ყველა სიახლე

საზოგადოება

მელექედურის საჯარო სკოლის შენობის სარემონტო სამუშაოების შესასრულებლად ტენდერი გამოცხადდა

14:25; 10.09.2026
ფინანსები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:25; 10.09.2026
ფინანსები

განათლებიდან შესაძლებლობებამდე – რატომ არის ახალგაზრდების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი

14:20; 10.09.2026
ფინანსები

აშშ თუ დიდი ბრიტანეთი? საქართველოს ბანკის ფულბრაიტისა და ჩივნინგის სტიპენდიების მთავარი განსხვავებები

13:28; 10.09.2026
სამართალი

დღეს ნია იმნაძისა და ანასტასია ბერუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება

12:56; 10.09.2026
ფინანსები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება

11:40; 10.09.2026
საზოგადოება

საჭამიასერი _ სოფელი გზის, წყლისა და ახალი სკოლის მოლოდინში

10:35; 10.09.2026
პოლიტიკა

“უკრაინელების წარმატებული ოპერაცია” – გიორგი თავდგირიძე

10:25; 10.09.2026
საზოგადოება

სად შემცირდა და სად მოიმატა სოციალურად დაუცველთა რიცხვმა გურიაში

10:23; 10.09.2026
სპორტი

ლუიშ ფიგუმ ხვიჩა კვარაცხელიას საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი გადასცა

10:01; 10.09.2026
საზოგადოება

პენიტენციური სამსახური თამაზ ელიზბარაშვილის შიმშილობისა და პატიმრობის პირობების შესახებ განცხადებას ავრცელებს

9:37; 10.09.2026
სამართალი

აზერბაიჯანში საბაგიროზე მომხდარ ავარიას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა

9:28; 10.09.2026
სამართალი

ავტომობილი ახალგაზრდას დაეჯახა და ადგილიდან მიიმალა

9:20; 10.09.2026
მთავარი

სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

21:11; 9.09.2026
საზოგადოება

„ასპირინის ფასი განიხილოს ფასების კომისიამ, საქმეში ჩაეთვლებათ!“ — რატომ ბრაზობენ გურულები?

19:14; 9.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო