ყაზახური ფინტექ კომპანია Kaspi-ის დამაარსებელმა მიხეილ ლომთაძემ Forbes-ის მილიარდერთა რეიტინგში ბიძინა ივანიშვილს გაუსწრო.
ლომთაძე მილიარდერი მას შემდეგ გახდა, რაც კომპანიის აქციები ლონდონის ბირჟაზე განთავსდა.
ახლა ლომთაძე ყველაზე მდიდარი ქართველია _ Forbes-ის სიის მიხედვით, მისი ქონება $5 მილიარდს შეადგენს და მსოფლიო მილიარდერთა რეიტინგში 603-ე ადგილს იკავებს.
ბიძინა ივანიშვილი კი $4.8 მილიარდს ფლობს და 632-ე ადგილზეა.