უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი საერთაშორისო ორგანიზაციებს ჰუმანიტარული კორიდორების დაუყონებლივ მოწყობაში დახმარებას სთხოვს. ამის შესახებ ის Twitter-ზე წერს.
„სოფლები და ქალაქები, სადაც რუსი სამხედროების კოლონები დგნან, დაუყოვნებლივ მოროდიორობის, ძარცვისა და მკვლელობების ადგილებად იქცევა. საჭიროა ჰუმანიტარული კორიდორები – საკვები, წამლები, სასწრაფო მანქანების უსაფრთხოდ გადაადგილება, ბავშვების ევაკუაცია. საერთაშორისო ორგანიზაციებიდან ველოდებით აქტიურ დახმარებას. საკმარისია სიტყვები“ – წერს მიხაილ პოდოლიაკი.
შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე 24 თებერვალს შეიჭრა, რის შემდეგაც პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.