საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოზურგეთელ ექიმს, ლევან გოგუაძეს გლდანის ციხიდან მადლობას უხდის.
“მივესალმები ოზურგეთის საავადმყოფოდან დათხოვილ ექიმს ლევან გოგუაძეს. ძმაო ლევან შენი მომავალი ნათელია.
შენთვის რეპრესიების მომწყობი ზონდერების კი ბნელი და უკუნი. შენაირ ხალხზე დგას საქართველოს ისტორია მისი წარსული, აწმყო და მომავალი. ყველაფერი იქნება ძალიან კარგად.“ – აღნიშნა ნიკა გვარამიამ, რომელმაც ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილის მორიგი წერილი გააცნო.
ინფორმაციისთვის, ოზურგეთელი ექიმი ლევან გოგუაძე იმ საპროტესტო აქციებში მონაწილეობდა, რომელიც ეს დღეებია მიმდინარეობს თბილისში. მან უარი თქვა პაციენტების მკურნალობაზე და ითხოვს საქართველოს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლება. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ის გათავისუფლებულია დაკავებული პოსტიდან.
ამავე თემაზე: ოზურგეთელი ექიმი ლევან გოგუაძე პაციენტის მომსახურებაზე უარს აცხადებს
[sexy_author_bio]