მიხეილ სააკაშვილის გადაადგილდება შედარებით უფრო გააქტიურებულია – ამის შესახებ “ვივამედის” კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ TV პირველთან საუბარში განაცხადა.
მისი თქმით, პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა და აღნიშნა, რომ იმედია მიხეილ სააკაშვილი ექიმების რეკომენდაციებს და დანიშნულებებს შეასრულებს.
,,რა თქმა უნდა, პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა. ჩვენ მიერ შეთავაზებული სამკურნალო საშუალება ნაწილობრივ სრულდება. ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ არ სრულდება. სამწუხაროდ, რჩება მხოლოდ სიმპტომური მკურნალობა. მისი ნევროლოგიური სტატუსიც ასე თუ ისე განსაკუთრებული ცვლილებების გარეშეა. პაციენტი გადაადგილდება შედარებით უფრო გააქტიურებულია. იმედს ვიტოვებთ, რომ პაციენტი ჩვენს რეკომენდაციებსა და დანიშნულებებს კიდევ უფრო შეასრულებს და მისი მდგომარეობა თანდათან კიდევ უფრო გაუმჯობესდება,“ – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.
ავტორი