პარლამენტის ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ, თეა წულუკიანის იუსტიციის მინისტრის პოსტზე შესაძლო დარჩენის შესახებ განცხადება გააკეთა. გოცირიძის თქმით, მინისტრთა დანიშვნის მთავარი კრიტერიუმი შავი და ბინძური საქმეების შესრულებაა.
„დარწმუნებული იყავით, რომ როდესაც ორი სამინისტრო ერთიანდება – სასჯელაღსრულებისა და იუსტიციის – მინისტრი იქნება ის, რომელიც არის უარესი. თქვენით გადაწყვიტეთ, რომელი მინისტრია უარესი იმიტომ, რომ ჩვენ ამ ექვსწლიანმა გამოცდილებამ გვასწავლა, რომ მინისტრთა დანიშვნის მთავარი კრიტერიუმი არის პირადი მორჩილება, ერთგულება, შავი და ბინძური საქმეების შესრულება. ამისთვის ყველაფრის გამკეთებელი და ყველაფრის მკადრებელი უნდა იყო. აი ის, ვინც ყველაფერს იკადრებს, იქნება იუსტიციის მინისტრი, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და სპეციფიკური სამინისტროს“, _ განაცხადა რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.