შემოქმედის ეპარქია მიტროპოლიტი იოსების განცხადებას ავრცელებს:
“ქრისტესმიერ საყვარელ სულიერ შვილებს,წინასწარ გილოცავთ დამდეგ ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს, ღმერთმა ინებოს, რომ მშვიდობა და სიხარული მოსცეს მთელ მსოფლიოს, დაამშვიდოს და დააცხროს რუსეთის იმპერიის ამბიციები, მოწყალე და თავმდაბალი გული მისცეს მთავართა ამა სოფლისათა. განსაცდელი რომელიც წარმოიშვა ჩვენს ეპარქიაში მამა ვახტანგისთან დაკავშირებით,მსურს განვაცხადო, რომ მას დროებით დიდ ხუთშაბათს და აღდგომას ეძლევა ლოცვა-კურთხევა ჩაატაროს წირვა- ლოცვები მაკვანეთის ხარების სახელობის ტაძარში, ხოლო საბოლოო საკითხი მის მღვდელმსახურებასთან დაკავშირებით გადაწყდება შემოქმედის ეპარქიის სამღვდელოების კრებაზე. სამღვდელოება ეპისკოპოსთან ერთად გადაწყვეტს დაუბრუნდება თუ არა სამღვდელო ხარისხი. უპირველესყოვლისა გათვალისწინებული იქნება მისი სინანული მთელი ეპარქიის მიმართ”.