„მეგობრებო, მოგმართავთ თხოვნით — ჩვენს შვილს, ახალდაბადებულ პატარა ბარბარეს, დაუდგინდა სისხლძარღვოვანი სიმსივნე — ღვიძლის გიგანტური ჰემანგიომა.” – წერს ფეისბუქზე ბარბარეს დედა, მარი პატარავა.
მარი პატარავს მიმართვას „გურია ნიუსი” უცვლელად გთავაზობთ.
„საქართველოში ექიმები ყველაფერს აკეთებენ, თუმცა ასეთ ახალშობილ ჩვილში მსგავსი სირთულის ქირურგიული ჩარევა ჩვენთან არ ტარდება!
ბავშვი სასწრაფოდ გადასაყვანია თურქეთში- სასწრაფო მკურნალობისა და გადაუდებელი ოპერაციისთვის.
დრო ძალიან ცოტა გვაქვს!
კლინიკაში მკურნალობის ხარჯები უზარმაზარია და, მიუხედავად იმისა, რომ ვდებთ ყველა ჩვენს ფინანსურ რესურსს, თანხა შესაძლებლობებს აღემატება.
თითოეულ საათს და თითოეულ ლარს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს!
ნებისმიერი 1 ლარიც კი, ან პოსტის უბრალო გაზიარება, ჩვენი პატარა ანგელოზისთვის სიცოცხლის ტოლფასია!
მშობლის საბანკო რეკვიზიტები:
საქართველოს ბანკი (Bank of Georgia):
ანგარიში: #GE28BG0000000538568071
მიმღები: დედა — მარიამი პატარავა
• თიბისი ბანკი (TBC Bank):
ანგარიში: #GE61TB7051145068100048
მიმღები: დედა — მარიამი პატარავა
მჯერა თქვენი თანადგომის, სიკეთისა და ლოცვის ძალის!






































































