გარდაბნის მუნიციპალიტეტში, მარტყოფის ღვთაების მამათა მონასტერში მკვლელობა მოხდა. ინფორმაციას “საზოგადოებრივი მაუწყებელი” ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულია ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.