“გურია ნიუსის” ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაღობილევში (სოფელ მერიის თემი) მკვლელობა მოხდა _ როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ადგილობრივმა მკვიდრმა სტუმრად მყოფი მამაკაცი სანადირო თოფით მოკლა.
შსს პრესსამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მკვლელობა გამთენიისას მოხდა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განძრახ მკვლელობას გულისხმობს.
ამ წუთებში მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.