“მნიშვნელოვანი ნაბიჯია საზოგადოებაში არსებული პოლარიზაციის შემცირებისკენ” – აცხადებს აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით:
“აშშ მიესალმება პრეზიდენტ ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ნიკა გვარამიას შეწყალების თაობაზე. ეს საქმე პრობლემატური იყო დასაწყისიდანვე და აძლიერებდა პოლარიზაციას, რომელიც ზიანს აყენებს საქართველოს უკვე რამდენიმე წელია. პრეზიდენტის გადაწყვეტილება წვლილს შეიტანს დეპოლარიზაციაში და შეამცირებს დაყოფას საზოგადოებაში – იმ დაყოფას, რომელიც მხოლოდ რუსეთს აძლევდა ხელს. ახლა საქართველოში არ არის დაყოფის დროს, ახლა არის გაერთიანების დრო და პრეზიდენტ ზურაბიშვილის გადაწყვეტილება ამას ხელს შეუწყობს.” ამბობს კელი დეგნანი.
შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ განცხადება 22 ივნისს გააკეთა.