ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებაში ნათქვამია, რომ მოსკოვი, სავარაუდოდ, შეეცდება ახალი ფორმირებების შექმნას, რომლებიც, ნაკლებ სავარაუდოა, რომ მომდევნო თვეებში ეფექტური იქნება.
ასევე განახლებაში წერია, რომ “ნაწილობრივი მობილიზაციის” გამოცხადებით, სავარაუდოდ, ებრძვის ლოჯისტიკურ და ადმინისტრაციულ გამოწვევებს, თუნდაც 300 000 პერსონალის შეკრებით.
განახლებაში აღნიშნულია, რომ ეს ნაბიჯი ფაქტობრივად იმის აღიარებაა, რომ რუსეთმა ამოწურა უკრაინაში საბრძოლველად მსურველი მოხალისეების მიწოდება
“ეს ნაწილობრივი მობილიზაცია კი, სავარაუდოდ, ძალზე არაპოპულარული იქნება რუსეთის მოსახლეობის ნაწილისთვის. პუტინი იღებს მნიშვნელოვან პოლიტიკურ რისკს იმ იმედით, რომ გამოიმუშავებს საჭირო საბრძოლო ძალას“, – წერს ბრიტანეთის დაზვერვა.
ავტორი