ჯაპანას ტბებზე გურიის გარემოსდაცვით ზედამხედველობის დეპარტამენტის სამსახურის თანამშრომლებს ბრაკონიერებმა ესროლეს. ამის შესახებ ინფორმაციას “მოძრაობა ბრაკონიერების წინააღმდეგ” ავრცელებს.
მათი ინფორმაციითვე, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
ინფორმაციის გადამოწმების მიზნით “გურია ნიუსი” გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის პრესსამსახურს დაუკავშირდა. დაზუსტებულ ინფორმაციას დეპარტამენტიდან ინფორმაციის მოწოდებისთანავე შემოგთავაზებთ.
“რამდენიმე საათის წინ, იმერეთში, ჯაპანის ტბებზე, გურიის გარემოსდაცვითი სამსახურის თანამშრომლებს, ბრაკონიერმა სავარაუდოდ დაშინების მიზნით, გაუხსნა ცეცხლი სანადირო იარაღიდან. ამჟამად ადგილზე მობილიზებულია როგორც იმერეთის ასევე გურიის კრიმინალური პოლიციის სამსახურები, ასევე დეპარტამენტის ორივე რეგიონის ეკიპაჟები. ეს შემთხვევა არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ აღნიშნული სამსახურის თანამშრომლები აუცილებლად უნდა აღჭურვილნი იყვნენ ცეცხლსასროლი იარაღით.
მოძრაობის სრული თანადგომა დეპარტამენტის ეკიპაჟებს. ვიღაც კი ძალიან მაგარ შარშია სახლართი ბადის და ორი კილოგრამი თევზის გამო”,_ წერს სოციალურ ქსელში “მოძრაობა ბრაკონიერების წინააღმდეგ”.