ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთმა ჩინელმა კოლექციონერმა ძვირფასი ქვებისგან ლეონარდო და ვინჩის ყველაზე ცნობილი შედევრის – „ჯოკონდას“ ასლი შექმნა. როგორც ექსპერტები ამბობენ, ახალი ქმნილების სადაზღვევო ღირებულება 3 მილიარდ დოლარს შეადგენს.
„ჯოკონდას“ საიუველირო რეპროდუქციის შესაქმნელად ავტორს 100 ათასი კარატის ქვები დასჭირდა, რომლებსაც ის 30 წლის განმავლობაში აგროვებდა. „მონა ლიზას“ „Luxury“ ვერსია მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ასლია, და მის დამზადებას ხუთი წელი დასჭირდა.
საიუველირო „ჯოკონდას“ ღირებულება ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ნათელია, რომ მისი ფასი ასტრონომიულ ციფრებში იქნება გამოსახული. ცნობილი ტილოს რეპროდუქციის ნახვა ქალაქ შენიანის სავაჭრო ცენტრში იქნება შესაძლებელი.