ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის, ალექსანდრე მიქელაძის მამა მიმართვას ავრცელებს.
„ალექსანდრე, მამი, სად ხარ აქამდე, ბიჭო, მოდი. ნურაფრის ნუ გეშინია, ნურაფრის ნუ გერიდება. ხმის ამომღები არ ვარ. ჩვენ ხომ მეგობრები ვართ. როგორც შენ გაგიხარდება, ისე იყავი მამი. მოდი გეხვეწები, გემუდარები. მთელი ქვეყანა ლოცულობს შენთვის. თუ ვინმე გეხმარება იმის სახელსაც არ ვახსენებ…“, – ამბობს დაკარგული ბიჭის მამა მიმართვაში.
ინფორმაციისთვის, ალექსანდრე 16 იანვარს საღამოს 22:00 საათიდან გაუჩინარდა. ბიჭი ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის
სახელობის სკოლის მეცხრე კლასის წარჩინებული მოსწავლე და ფეხბურთელია.