დღეს, ქალაქ ოზურგეთში საქველმოქმედო ასოციაცია “გურიას“ ბენეფიციარებისთვის სახალისო ღონისძიება _ “მოდი, ვითამაშოთ ერთად“ ჩატარდა.
“მსგავსი ღონისძიებების ჩატარებას მივესალმებით და იმედია, კიდევ გაიმართება. ძალიან მოგვეწონა მშვიდობის კორპუსის მონაწილეებთან თამაში და დიალოგი“, _ გვითხრეს “გურიას“ ბენეფიციარებმა.
“მოდი, ვითამაშოთ ერთად“ ორგანიზაცია “ქალები რეგიონის განვითარებისთვის“ და მშვიდობის კორპუსის მოხალისეების მხარდაჭერით და ორგანიზატორობით გაიმართა.
“ძალიან კარგი და პოზიტიური დღე შედგა. მოხალისეებმა ჯერ ტრენინგი ჩაატარეს, რის შემდეგ მოხდა სახალისო თამაშების ჩატარება“, _ გვითხრა “ქალები რეგიონის განვითარებისთვის“ თავმჯდომარემ, ქეთევან ხიდაშელმა.