“7-8 მაისს საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ელჭექი. აღმოსავლეთ საქართველოში , ხვალ 7 მაისს, დღის მეორე ნახევრიდან ზოგან შესაძლებელია განვითარდეს სასეტყვო ღრუბლები. გაძლიერდება დასავლეთ საქართველოს მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღევანდელთან შედარებით მოიმატებს”,_ ამის შესახებ “გურია ნიუსს” გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი ამინდის პროგნოზის ბიუროს ხელმძღვანელმა, დოდო გვაზავამ განუცხადა.
როგორც გვაზავა ჩვენთან საუბრისას ამბობს, 11 მაისის ჩათვლით მნიშვნელოვანი ნალექი მოსალოდნელი არ არის. ჰაერის ტემპერატურა +22, +23 გრადუსი დაფიქსირდება დაბლობსა და ბარში. დღის მეორე ნახევარში, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია იყოს ხანმოკლე ხასიათის წვიმა ელჭექით და სეტყვა.
გვაზავას თქმითვე, შაბათ-კვირა უნალექოდ ჩაივლის.


































































