შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, 2004 წელს დაბადებული გ.მ. ძარცვის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი მარკეტის მოლარე ოპერატორს, ძალის გამოყენებით გასტაცა სალაროს უჯრა, მასში არსებული თანხით და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა. პოლიციამ ძარცვის შედეგად დაუფლებული თანხის ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ძალადობის გამოყენებით ჩადენილ ძარცვას გულისხმობს”,_ აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved