„მომეცით ცხოვრების უფლება“_ THE TELEGRAPH-ის ინფორმაციით, კიმ კარდიშიანი ამ ტექსტით იმ მძარცველებს მიმართავს, რომლებმაც ის პარიზში იარაღის მუქარით დააყაჩაღეს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ამერიკელი რეპერის და რეალითი ტელე-შოუს ვარსკვლავის, კენი ვესტის მეუღლე შიშობს, რომ ძარცვის დროს მისთვის თავში სროლა უნდოდათ.
გავრცელებული ცნობით, კიმ კარდიშიანი სააბაზანოში იყო ჩაკეტილი, ვიდრე მძარცველები სახლს დატოვებდნენ.
„მათ ჰქონდათ იარაღი და ვიცი, რომ აპირებდნენ ჩემთვის თავში ესროლათ“,_ თქვა თვალცრემილიანმა კარდიშიანმა.
„მე მაქვს ოჯახი და გთხოვთ, უფლება მომეცით ვიცხოვრო“,_ამბობს ის.
მისივე თქმით, მძარცველები ფულს ითხოვდნენ, მაგრამ მას ფული არ ჰქონდა.
როგორც ცნობილია, მძარცველებმა 5 მილიონი ევროს ღირებულების ბეჭედი, 4 მილიონი ევროს ღირებულების ძვირფასეულობა და 2 მობილური ტელეფონი წაიღეს.
მაუწყებლის ინფორმაციით, რელური ამერიკული ტელე სერიალის, KEEPING UP WITH THE KARDISHIANS-ის ახალ სერიები ძარცვის შესახებ იქნება და 19 მარტს დაიწყება.
ამავე თემაზე:
საფრანგეთის პოლიციამ კარდიშიანის მძღოლი ბრალის წაუყენებლად გაათავისუფლა