მონეტენეგროში, სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირები დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
როგორც მედია წერს, დაკავებულია 7 მღვდელი და ერთი ეპისკოპოსი.
როგორც ცნობილია, მათი დაკავება კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების დარღვევისთვის მოხდა.
მედიის ინფორმაციით, სასულიერო პირებმა, ქალაქ ნიქსიქში რელიგიური მსვლელობა ჩაატარეს, რომელსაც ათასობით ადამიანი ესწრებოდა.
,,სასულიერო პირებს ბრალად ჯანმრთელობის დაცვისთვის დაწესებული რეგულაციების შეუსრულებლობა“,_ ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულებს 12 წლიანი პატიმრობა ემუქრებათ.