https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვიქტორ ორბანი – ევროპელებს არ სურთ, უკრაინა ევროკავშირში იყოს

    დონალდ ტრამპი – ირანისკენ ბევრი გემი მიცურავს, კარგი იქნება, თუ მათი გამოყენება არ დაგვჭირდება

    რუსეთმა ზაპოროჟიეს ოლქი დაბომბა – დაიღუპა სამი ადამიანი

    ვოლოდიმირ ზელენსკი – მატარებლის ვაგონში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას არანაირი გამართლება არ აქვს

    ზელენსკი ვილნიუსში: საერთაშორისო ერთიანობამ უნდა უზრუნველყოს უკრაინისა და ევროპის რეალური უსაფრთხოება

    ინდოეთში სასიკვდილო ვირუსი გავრცელდა – ბოლო ცნობები

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

მოსახლეობას მოთხოვნები და “საკალმახის” მეპატრონის გეგმები

14:07; 29.07.2018
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

“მთელი დღე და ღამე მუშაობენ, რომ, რაც შეიძლება მეტი ინერტული მასალა გაიტანონ. საშინელება მოხდება და ყველას ვთხოვთ დახმარებას. ამ ახალგაკეთებულ გზას აფუჭებენ. არსებობს საშიშროება იმისა, რომ მდინარეზე გადებულ ხიდს საძირკველი მოეშალოს და ხიდის გარეშე დავრჩეთ; გარდა ამისა, ეკოლოგიაზე და ხალხზე რატომ არ ფიქრობს არავინ? ჭაში წყალი არ არის და როდესაც ამდენი ინერტული მასალა გავა, კაცმა არ იცის, რა მოხდება”, _ ასე ეხმაურება მოსახლეობის ერთი ნაწილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ შემოქმედში (წითელმთა) ყოფილი “ტირის” ტერიტორიაზე “საკალმახის” მშენებლობაზე დაწყებულ სამუშაო პროცესს.

მოსახლეობის ეს ნაწილი საჯარო პროტესტის მედიით გამოხატვის პარალელურად, ამ პრობლემის საკუთარი ძალებით მოგვარებას ცდილობს და როგორც გვითხრეს, სწორედ ამ მიზნით არ გაუშვეს რამდენიმე დღის წინ, ინერტული მასალით დატვირთული მანქანები სოფლიდან.

_ არ მივცემთ საშუალებას, რომ სოფელს პრობლემები შეუქმნან. ყველაფერს აფუჭებენ და თან გვატყუებენ. ვიცოდით, რომ საკალმახე შენდებოდა, ახლა კი გავიგეთ, რომ 35 ათასი კუბი ინერტული მასალის გატანას აპირებენ, რაც დიდ ეკოლოგიურ პრობლემებს შექმნის, _ აღნიშნავენ ჩვენთან საუბრისას ადგილობრივები.

როგორც “გურია ნიუსმა” გაარკვია, სოფელ წითელმთაში, ე. წ. “ტირის” ტერიტორიაზე, საკალმახის მშენებლობის უფლება ინდმეწარმე ზურაბ დარჩიამ, მის საკუთრებაში არსებულ 30 000, 00 კვ.მ. ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე 2017 წელს მოიპოვა.

ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან მშენებლობის ნებართვის მიღების შემდეგ, დარჩიამ გარემოს ეროვნული სააგენტოდან სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიაც მოიპოვა, საიდანაც ვიგებთ, რომ მას 34 605 კუბი ქვა-ღორღის ამოღება შეუძლია.

დარჩია ახლა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელია სოფელ ბაილეთში _ იგი ამ თანამდებობაზე 2018 წლის 17 მაისს დაინიშნა.

“მე არ ვაშენებ, უბრალოდ, გაფორმებულია ჩემზე. ჩემი მეგობარი რევაზ ლომაძე აშენებს. არენდით გადავეცი მას და მე არანაირ შუაში ვარ. ახლობელი, ახალგაზრდა კაცია და აქედან გამომდინარე, უფრო კარგად წაიყვანდა საქმეს. ყველაფერ საქმეს აწარმოებს რევაზ ლომაძე და არანაირი კავშირი საკალმახის მშენებლობასთან არ მაქვს, _ ამბობს ჩვენთან საუბრისას ზურაბ დარჩია.

როგორც გავარკვიეთ, დარჩიას მისი მეგობარი ლომაძისთვის, მშენებლობის ნებართვა იჯარით, 2018 წლის 25 ივნისს  თანამდებობაზე დანიშვნიდან რამდენიმე დღეში, აქვს გადაცემული.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ამბობენ, რომ სამეწარმეო საქმიანობის “უბრალოდ” სხვა პირზე გაფორმება არაკანონიერია:

“პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ სამეწარმეო საქმიანობის “უბრალოდ” სხვა პირზე გაფორმება არაკანონიერია. სხვადასხვა მიზეზის გამო, პრაქტიკაში, სამწუხაროდ, ხშირად გვხვდება ასეთი მანკიერი შემთხვევები და პირებს ეს ნორმალური გარემოება ჰგონიათ. მეორე მხრივ კი მერის წარმომადგენელი არის საჯარო მოხელე, შესაბამისად, საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, საჯარო მოსამსახურეს არ აქვს სამეწარმეო საქმიანობის გახორციელების უფლება. მას მხოლოდ აქციებისა და წილის ფლობა შეუძლია. საჯარო მოსამსახურეს უფლება არ აქვს, იყოს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მუდმივმოქმედი ხელმძღვანელი, საკონტროლო, სამეთვალყურეო და სარევიზიო ორგანოების წევრი.

საჯარო მოსამსახურე ვალდებულია მინდობის ხელშეკრულების საფუძველზე, სამსახურის გავლის ვადით სხვას სამართავად გადასცეს მის საკუთრებაში არსებული სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის საწარმოს კაპიტალის წილი (აქციათა პაკეტი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით”, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას საია-ს ოზურგეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა თამაზ ტრაპაიძემ.

მიუხედავად იმისა, რომ დარჩიაზე “უბრალოდ გაფორმებულ” ქონებას იურისტები უკანონოდ აფასებენ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მშენებლობა მაინც გრძელდება.

რევაზ ლომაძე ამბობს, რომ საქმის გამართულად გაკეთება სურს:

“არსად გაქცევას არ ვაპირებ და ყოველთვის საუბარი მირჩევნია ადამიანებთან. არანაირად არ ვაპირებ თავის არიდებას. მინდა ვთქვა, რომ ყველაფერს ვაკეთებ კანონიერად და შესაბამისი დოკუმენტები მაქვს. ეს საქმე გამართულად მინდა გავაკეთო და არავინ დავაზარალო. უკანონოდ არაფერს ვაკეთებ”, _ გვითხრა ლომაძემ, რომლის მტკიცებით, მას 140 მოსახლის ხელმოწერა აქვს, რომლებიც საკალმახის მშენებლობას ეთანხმებიან.

დაპირების მიუხედავად, მშენებელმა ეს დოკუმენტი ვერ გვაჩვენა და მხოლოდ ის გვითხრა, რომ “მოსახლეობის უკმაყოფილება ბევრი ავტომანქანის გადაადგილებამ გამოიწვია”.

ლომაძის თქმით, მას ინტერტული მასალის ამოღების უფლებაც გააჩნია:

“პროექტში არის ჰიდროლოგის დასკვნა, რომელშიც წერია, რომ იმ შემთხვევაში, თუ მდინარე არ გაიწმინდება შლამისგან, რაც მოდებული აქვს კალაპოტს, ყველაფრის საფრთხე არსებობს და მდინარის ადიდების შემთხვევაში, პრობლემა შეექმნება ჩემს აუზებს. დღესაც რომ ადიდებული მდინარე პრობლემა უქმნის სოფელს, პირიქით _ მე სასარგებლო საქმიანობას ვაკეთებ _ ვასუფთავებ მდინარის კალაპოტს შლამისგან. წესით ამას უნდა აკეთებდეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია _ ეს მათ პრეროგატივაში შედის და მათ უნდა გააკეთონ”, _ აღნიშნავს ლომაძე.

მისივე თქმით, მას კანონით აქვს უფლება, ამოიღოს და გაყიდოს 35 ათას კუბი ინერტულ მასალა:

“ლიცენზიით მაქვს უფლება ინერტული მასალის ამოღების და გაყიდვის. ამას ვახორციელებ ჩემი ეზოდან _ იმ ადგილიდან, სადაც აუზები უნდა გაკეთდეს, პროექტით, ასევე მაქვს მდინარეში შესვლისა და მშენებლობის დაწყების უფლება, რაც იმას ნიშნავს, რომ, კალაპოტი უნდა გავუთავისუფლო მდინარეს. არ მაქვს მდინარიდან ამოღებული მასალის გაყიდვის უფლება და აქედან გამომდინარე, არც ვყიდი”, _ ამბობს ლომაძე.

მისივე ინფორმაციით, ინერტულ მასალას ეტაპობრივად ყიდის:

“ინერტული მასალა ერთიანად არავისთვის არ გადამიცია, ეტაპობრივად ვყიდი, 200 კუბი ინერტული მასალა ქობულეთში წაიღეს, რაღაც ნაწილი გურიანთაში. დიდი რაოდენობით არსად გამიყიდია, რადგან ერთდროულად არ მოხდეს გატანა და მოსახლეობას პრობლემა არ შეექმნას.

ყოველდღე ამოდის გარემოს დაცვის ინსპექცია და მეთვალყურეობას ახდენს თუ რას ვაკეთებთ”, _ გვითხრა ლომაძემ.

თუმცა, განსხვავებულია ჰიდროლოგების დასკვნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ “მდინარის კალაპოტში წყალმომავარდნებისა და წყალდიდობების პერიოდში მიმდინარეობს ეროზიულ-აკუმულაციური პროცესები”:

“მიზანშეწონილია მიწაყრილიანი ნაყარი დამბის ნაცვლად, მოეწყოს გაბიონის კონსტრუქციით აგებული დამცავი ნაგებობა; საკვლევი ტერიტორიის ფარგლებში უნდა მოხდეს მდინარე ბჟუჟის კალაპოტის გასწორხაზოვნება; საკვლევი ტერიტორიის ფარგლებში უნდა მოხდეს დაგროვილი აკუმულაციური მასალას ამოღება, გასუფთავება და მდინარის კალაპოტის დაღრმავება; ნაკადმიმმართველი დეზების მოწყობა აღნიშნულ ტერიტორიაზე შეამცირებს მდინარის მარცხენა ნაპირის გამორეცხვის პროცესების ინტენსიობას”, _ წერია დასკვნაში, რომლის ერთ-ერთი ავტორი გიორგი გულიაშვილი “გურია ნიუსთან” საუბრისას ამბობს, რომ მშენებლებს კონკრეტული რეკომენდაციები აქვს შესასრულებელი:

“დასკვნა და რეკომენდაციები დავწერეთ. ყველაფრის საქმის კურსში არიან ის ადამიანები, რომლებიც აპირებენ საკალმახის აშენებას. თუ იქნება გათვალისწინებული ჩვენი რეკომენდაციები, ნაკლებად უსაფრთხოა, რომ მდინარემ არ წაიღოს საკალმახე და პრობლემები შეექმნას მოსახლეობას”, _ გვითხრა გიორგი გულიაშვილმა.

რევაზ ლომაძის თქმით, ის დასკვნაში მიცემულ რეკომენდაციებსაც ითვალისწინებს და მოსახლეობის ინტერესებსაც:

“წითელმთის მოსახლეობას უნდოდა, რომ ქვის სამტვრევი არ დამედგა და არც ვაპირებ, რადგან ჩემი საქმიანობა არ არის ინერტული მასალის მოპოვება; მათი თხოვნა იყო ისიც, რომ ჩვენი მანქანების მიერ გზის გაფუჭების შემთხვევაში, მე გამეკეთებინა გზა. მოსახლეობასთან შეთანხმებას მივაღწიეთ _ იმ რაოდენობით აღარ გააქვთ ინერტული მასალა, როგორც ადრე იყო”, _ გვითხრა ლომაძემ.

“გურია ნიუსის” მიერ მოპოვებული ინფორმაციით, საკალმახის მშენებლობის და ინერტული მასალის გატანის ფაქტზე გარემოს დაცვის ზედამხვედელობის სააგენტო დაინტერესდა. როგორც პრესსამსახურში გვითხრეს, ამ საკითხთან დაკავშირებით საქმის შესწავლის შემდეგ გააკეთებენ კომენტარს.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

დავით გურგენიძე – გადადგომას არ ვაპირებ

17:51; 31 იანვარი, 2026
საზოგადოება

განათლების სამინისტრო მოსწავლეების სასკოლო ფორმებს თავისი გემოვნებით შეარჩევს

11:36; 31 იანვარი, 2026
საზოგადოება

როოგორი ამინდი იქნება საქართველოში _ პროგნოზი ქალაქების მიხედვით

11:16; 31 იანვარი, 2026
საზოგადოება

ხანძარი ქობულეთში _ არის მსხვერპლი

10:02; 31 იანვარი, 2026
საზოგადოება

ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა

18:43; 30 იანვარი, 2026

30 წლის მოუგვარებელი პრობლემა და მხატვარი, რომელიც პოლიეთილენის ტომრების ქვეშ ხატავს

შეთქმულება პატრიარქის წინააღმდეგ _ დეკანოზი მზად არის სინოდს ინფორმაცია მიაწოდოს

ყველა სიახლე

პოლიტიკა

“ვნახეთ სააკაშვილის განცხადება, რომელიც დარდობს განათლების სისტემაზე, ამაზე მეტი უტიფრობა და ცინიზმი რა შეიძლება იყოს”

18:29; 31.01.2026
მსოფლიო

ვიქტორ ორბანი – ევროპელებს არ სურთ, უკრაინა ევროკავშირში იყოს

17:57; 31.01.2026
საზოგადოება

დავით გურგენიძე – გადადგომას არ ვაპირებ

17:51; 31.01.2026
პოლიტიკა

საერთაშორისო მედია ორგანიზაციები – მოვუწოდებთ „ქართული ოცნების“ მიერ მართულ პარლამენტს, გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა

14:59; 31.01.2026
სამართალი

დავით შარაშიძესთან ერთად ბრალდებული ორი ძებნილის დაკავება _ შსს ვიდეოკადრებს ავრცელებს

14:20; 31.01.2026
სამართალი

უცხო ქვეყნის 32 მოქალაქე დააკავეს

12:40; 31.01.2026
სამართალი

პოლიციელზე ძალადობისთვის ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარესთან ერთად ბრალდებული ორი ძებნილი პირი დააკავეს

12:25; 31.01.2026
საზოგადოება

განათლების სამინისტრო მოსწავლეების სასკოლო ფორმებს თავისი გემოვნებით შეარჩევს

11:36; 31.01.2026
პოლიტიკა

კახა კალაძე: მორჩა, ასე ვეღარ გაგრძელდება

11:33; 31.01.2026
საზოგადოება

როოგორი ამინდი იქნება საქართველოში _ პროგნოზი ქალაქების მიხედვით

11:16; 31.01.2026
სამართალი

პოლიციამ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი მარნეულში დააკავა

11:09; 31.01.2026
ზაფრანი

რისი გეშინიათ ყველაზე მეტად

10:14; 31.01.2026
ზაფრანი

დღეგრძელი რომ იყოთ

10:13; 31.01.2026
ზაფრანი

ვის უყვარს ყველაზე მეტად ყურადღების ცენტრში ყოფნა

10:11; 31.01.2026
ზაფრანი

ზოდიაქოს ნიშნების უარყოფითი თვისებები

10:10; 31.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო