მოსამართლეთა შერჩევის წესი – ვენეციის კომისიის დასკვნა ცნობილია. განცხადება რამდენიმე წუთის წინ პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ვენეციის კომისია დადებითად აფასებს ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებს, რომელიც დაკავშირებულია მოსამართლეთა არჩევასთან. კობახიძის თქმით, წარმოდგენილია რამდენიმე ძირითადი რეკომენდაცია, რომელთა გაზიარებაც მოხდება. მათ შორის შესაძლებელია მმართველმა გუნდმა გაიზიაროს ოპოზიციის მოთხოვნა, გამოცდის ამოღებასთან დაკავშირებით.
„ვენეციის კომისია დადებითად აფასებს ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებს, რომელიც არის დაკავშირებული მოსამართლეების შერჩევასთან, მოსამართლეთა არჩევასთან და ეს კანონპროექტი, როგორც მოგეხსენებათ ადგენს უპრეცენდენტოდ ღია და გამჭვირვალე პროცედურას, რომელსაც არ აქვს ანალოგი ევროკავშირის ქვეყნებშიც კი,“ – განაცხადა კობახიძემ.