მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ კოვიდის დროს აშენებული საავადმყოფოებისი რეაბილიტაციის ცენტრებად გადაპროფილდა.
გადაპროფილებულ ცენტრებში, “სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ (როგორც რუსები უწოდებენ უკრაინაში მიმდინარე დაპყრობით ომს) 600 000 მონაწილე გადის მკურნალობას.
სობიანინის აღიარება ადასტურებს უკრაინისა და დასავლეთის მიერ დასახელებულ ციფრს დაღუპული, დაჭრილი და დაკარგული ოკუპანტების შესახებ _ ეს ციფრი უკვე 800 000-ს უახლოვდება.
მიუხედავად ამისა, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კვლავ ამტკიცებს, რომ რუსეთის არმიას მხოლოდ 80 000 დაჭრილი, დაღუპული, დაკარგული ჰყავს.