მოსკოვთან ახლოს მდებარე ქალაქ ვოლოკოლამსკში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ქალაქთან ახლოს მდებარე ნაგავსაყრელის გამო ჰაერში ჰიდროგენ სულფიდის დოზა ნორმალურ რაოდენობას 10-ჯერ აღემატება.
გავრცელებული ინფორმაციით, არსებობს გეგმაც, რომ ქალაქიდან დედების და ახალშობილების ევაკუაცია გახორციელდეს.
როგორც ცნობილია, 21 მარტს თავის ტკივილით და ღებინებით საავადმყოფოში 57 ბავშვი შეიყვანეს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ქალაქში, დაახლოებით, 23 000 მოსახლეა. მოსახლეობა ნაგავსაყრელის დახურვას მოითხოვს, რასაც ხელისუფლება არ აკმაყოფილებს.