81 წლის ასაკში “სუხიშვილების” ოქროს თაობის მოცეკვავე რაულ მამალაძე გარდაიცვალა. ინფორმაციას “ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრი” ავრცელებს.
“ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრი ადმინისტრაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი ქართველი მსახიობ-მოცეკვავის, საქართველოს ხელოვნების ამაგდარის, სუხიშვილების ლეგენდარული ანსამბლის ოქროს თაობის სოლისტისა (1967-1973 წლები) და სარეკლამო სახის, შემდგომში ქართული ენის, ქართული ანბანის ფენომენის, იბერიული კულტურის მკვლევარის, ეროვნულ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის რაულ მამალაძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მისი ოჯახის წევრებს, ახლობლებს, მეგობრებს, კოლეგებს და საქართველოს ქორეოგრაფიულ საზოგადოებას”,_ წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.


































































