რამდენიმე დღის წინ საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში უსაბუთო და უსახლკარო მიგრანტმა ლატარეაში 500 000 ევრო მოიგო.
გამარჯვებული 25 წლის ალჟირელია, რომელიც საფრანგეთში 3 წლის წინ ჩავიდა. ის ქალაქ მონპელიეს ერთ-ერთ უბანში თავს სიგარეტის გაყიდვით ირჩენდა.
საფრანგეთის ეროვნული ლატარეის თამაშების ოპერატორის, „Française des Jeux“-ის წესების მიხედვით, გამარჯვებულს სამი მილიონიდან მხოლოდ ერთი შანსი ჰქონდა, რომ აღნიშნული თანხის ბილეთი შეეძინა.
ის იმედოვნებს, რომ მოგებული ჯეკპოტით საცხოვრებლის შეძენასა და საფრანგეთში თავისი სტატუსის დარეგულირებას შეძლებს.
[sexy_author_bio]