“გურია ნიუსის“ კითვაზე აუცილებელია თუ არა ვაქცინის გაკეთებამდე ანალიზების გაკეთება, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ უპასუხა.
“კატეგორიულად ვაცხადებ, არცერთი ანალიზი, არცერთი ვაქცინის წინ, არ არის საჭირო. ვერავინ ვერ დამისახელებს ვერცერთ სამეცნიერო მტკიცებულებას, რომ აცრამდე, რომელიმე ანალიზი უნდა გაიკეთოთ. ამიტომ გაუფრთხილდით თქვენ თანხებს და ნერვებს. თავი დაანებეთ ამ ანალიზების გაკეთებას აცრის წინ.
თუ ასე გინდათ აცრის შემდეგ, რამდენიმე თვე შემდეგ გაიკეთოთ ანალიზები. საერთოდ წელიწადში ერთხელ კარგია ანალიზების გაკეთება ჯანმრთელობისთვის “ – გვითხრა პაატა იმნაძემ.