როგორც უკვე ვწრდით, მესტიაში, ხაიშში “მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ. ჟურნალისტ ემა გოგოხიასა მის ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
“მესტიაში, კერძოდ, ხაიშში ერთ-ერთ საამქროში, იმ დროს, როცა უკანონოდ მოჭრილი მორების კადრებს ვიღებდი, თავს დაგვესხა, დაახლოებით, 12-მდე ადამიანი. მათი ნაწილი, სავარაუდოდ, ამ სახერხის მეპატრონეა. თავდამსხმელებს შორის არიან ის პირები, რომლებიც წარსულშიც ხის ჭრის თემის გადაღებისას თავს დაგვესხნენ. მაშინ პოლიციამ გამოავლინა ეს პირები, მაგრამ არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. დღეს ისინი თავს მეორედ დაგვესხნენ.
ოპერატორი კარებთან მიამწყვდიეს და კამერა წაართვეს ხელიდან, მიკროფონი და ტელეფონი წამართვეს ასევე გადამცემი.
მაინც მოვახერხე 112-ისთვის დამერეკა, განწირულად შველას ვითხოვდი და 112 მეკითხებოდა რა უბანია და სიტუაცია აღმიწერე, რა ხდებოდაო, ამის საშუალებას არ მაძლევდნენ, ერთადერთი ვითხოვე ოპერატორისთვის ხელი არ დაერტყათ…
დაახლოებით, 20 წუთის განმავლობაში ცალ-ცალკე ალყაში ვყავდით. მას შემდეგ, რაც გაიგეს, რომ პოლიცია გამოვიძახეთ, ტექნიკა დაგვიბრუნეს იმ პირობით, რომ მასალას წავშლიდით. შემდეგ ოპერატორს დაემუქრნენ, რომ თუ მასალას გავუშვებდით, საქმეს გაგვირჩევდნენ”, – თქვა ემა გოგოხიამ.