ამ წუთებში, აქციას, რომელიც გურიის მთავარი სამმართველოს წინ იმართება, ბესო ქათამაძის დედა შემოუერთდა.
როგორც იამზე ქათამაძე “გურია ნიუსთან” საუბრისას ამბობს, ქათამაძე მთელი დღის განმავლობაში იმყოფებოდა სახლში.
“ჩვენ, მუსლიმები, ბაირამის დღესასწაულს ვზეიმობთ. ჩემი შვილი მთელი დღის განმავლობაში იმყოფებოდა სახლში. მის ტელეფონზე რამდენჯერმე გახორციელდა ზარი _ ითხოვდნენ, რომ ოზურგეთში ჩასულიყო. რაც მოხდა მე გვიან გავიგე. მოვითხოვ ჩემი შვილის საქმე დროულად იქნას გამოძიებული და გიორგი კერძევაძე, რომელიც ამ წუთებში დაკავებულია სამართალდამცველთა მიერ, დაუყონებლივ გაათავისუფლონ.