მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშტაფაში არასრულწლოვანი დაჭრეს. ინფორმაციას “მარნეული ნიუსი” ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. ერთმა არასრულწლოვანმა მეორე არასრულწლოვანი დაჭრა.
დაჭრილი მარნეულის „ავერსის“ კლინიკაში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.



































































