„ოზურგეთის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების“ ხელმძღვანელად მაკა ჭყონია ინიშნება — ინფორმაცია ადგილობრივ მედიასა და სოციალურ ქსელში ვრცელდება.
არაერთი სატელეფონო ზარის მიუხედავად, მაკა ჭყონია „გურია ნიუსს“ არ პასუხობს.
ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, მაკა ჭყონიას დანიშვნის ბრძანებას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი გია ანთაძე ხვალ მოაწერს ხელს.
წყაროს ცნობით, მაკა ჭყონია გია ანთაძესთან უკვე იმყოფებოდა და მხარეებმა დანიშვნის დეტალები განიხილეს.
„გურია ნიუსის“ სატელეფონო ზარებს არც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურმა უპასუხა.
მაკა ჭყონია აღნიშნულ სამსახურს წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა. თანამდებობიდან მისი გათავისუფლება პაატა კუნჭულიას მერობის პერიოდში მოხდა, ახლა კი ის ძველ პოსტს უბრუნდება.

































































