16 წლის გოგონა, რომელიც წუხელ საცხოვრებელი კორპუსიდან გადმოვარდა, კლინიკა „რუსთავში“ გარდაიცვალა.
მოზარდი მრავლობითი მოტეხილობითა და ტრავმული შოკით კლინიკაში წუხელ შეიყვანეს.
საცხოვრებელ კორპუსთან, საიდანაც არასრულწლოვანი გადმოვარდა, საგამოძიებო მოქმედებები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
მომხდარზე შსს-მ გამოძიება სსკ-ის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.