ხობში მოზარდს მანქანა დაეჯახა.
“გურია ნიუსის” წყაროს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს, დღის მეორე ნახევარში, დადიანის ქუჩაზე მოხდა. 12 წლის ბიჭი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.
“გურია ნიუსი” ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალს დაუკავშირდა.
მათი თქმით, კომენტარს ოჯახის თანხმობის გარეშე ვერ გააკეთებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.
ჩვენი ინფორმაციით, 12 წლის ბიჭის მდგომარეობა ამ ეტაპზე, მძიმეა.