შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით 2004 წელს დაბადებული გ.ჯ. დააკავეს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღის გამოყენებით – 1981 წელს დაბადებულ ზ.ს.-ს მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
“დაჭრილი მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაშია გადაყვანილი.
პოლიციამ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გ.ჯ. დანაშაულის ჩადენიდან მალევე ბრალდებულის სახით დააკავა”, – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მათივე ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

































































