რუსეთში, ომსკის რეგიონში ცხოვრობს ძაღლი სახელად – ლემონი. იგი ჩვეულებრივი ძაღლებისაგან განსხვავებულია.
საქმე ის არის რომ ძაღლი მუშაობს ფერმაში, დამოუკიდებლად დგას ორ ფეხზე და მიწას ამუშავებს. ლემონი დიდი ჯიშის შნაუცერია. იგი ფერმერის ოჯახში დაიბადა და ლეკვობიდანვე გამოავლინა მუშაობის სიყვარული. მისთვის პრობლემა არაა რამდენიმე საათის განმავლობაში მიწაზე მუშაობა.
ლემონი ჭიდან წყლის ამოღებასაც ახერხებს.
როგორც ძაღლის პატრონი ამბობს წყლის ავსება ძაღლისთვის ყველაზე საყვარელი საქმიანობაა.
გარდა ამისა ძაღლი ყველანაირ საქმიანობაში ეხმარება პატრონს.
როგორც პატრონმა განაცხადა იგი ცდილობს ძალიან არ დატვირთოს ძაღლი, თუმცა როცა ლემონი ხედავს რომ საქმე არის გასაკეთებელი ვერ ისვენებს და ცდილობს თვითონ გააკეთოს ყველაფერი. კ
„კიდევ კარგი ყველაფრის გაკეთება არ შეუძლია, თორემ მე არაფერს გამაკეთებინებდაო“, – იცინის პატრონი.