უკრაინაში, მუსიკალურ ფესტივალზე: „მსოფლიო შეზღუდვების გარეშე“, რომელშიც შშმ პირები მონაწილეობენ, ოზურგეთიდან საქველმოქმედო ასოციაცია „გურიას“ წარმომადგენლები დღეს მიემგზავრებიან.
ფესტივალზე მონიკა ახვლედიანი და თამუნა ლურსმანაშვილი წარსდგებიან. თითოეული სამი სოლო სიმღერით მიიღებს მონაწილეობას. მათ იმედი აქვთ, რომ ყველაფერი კარგად, მართლაც შეზღუდვების გარეშე გამოუვათ.
_ ჩვენ ილია მეორის ლოცვა-კურთხევით მივდივართ. ეს ფესტივალი განსაკუთრებით პრესტიჟულია და გვსურს ჩვენი გურია, ჩვენი სამშობლო ვასახელოთ. ამასთანავე , ძალიან მინდა დიდი მადლობა მოვუხადო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას – მათ ჩვენი ტრანსპორტირების ხარჯი დაგვიფინანსეს. ასევე დიდი მადლობას ვუხდით აქველმოქედო ასოციაცია „გურიას“ იმისთვის, რომ ყველაფერი გააკეთეს, ამ ფესტივალზე წავსულიყავით – გვითხრეს წასვლის წინ თამუნალურსმანაშვილმა და მონიკა ახვლედიანმა.
„გურია ნიუსი“ გულშემატკივრობს და ამასთანავე გამარჯვებას უსურვებს ამ ფესტივალზე გოგონებს, რომლებთანაც მრავალწლიანი შემოქმედებითი და ადამიანური მეგობრობა გვაკავშირებს.