ცნობილი კინოვარსკვლავი ბლეიკ ლაივლი “მსოფლიოს ყველაზე სასურველი ქალი” გახდა.
პორტალ “AskMen”-ის მსოფლიოს მასშტაბით გამოკითხვაში რამდენიმე მილიონმა მამაკაცმა იგი 99 ქალს შორის აირჩია.
წინა წლების გამარჯვებული, მომღერალი ქეთი პერი ამჯერად მე-8 ადგილზე გავიდა.
ათეულში კი ვერ მოხვდნენ აღიარებული სექსსიმბოლოები: ნატალი პორტმანი (მე-11 ადგილი), პენელოპა კრუსი (მე-16), შაკირა (26-ე), მეგან ფოქსი (49-ე), ევა ლონგორია (69-ე), ანჯელინა ჯოლი (67-ე), მარია შარაპოვა (მე-80).