საჭირო მასალა: 400 გრამი არაჟანი, 200 გრამი კარაქი, ექვსი ჭიქა ფქვილი, ვანილი, ერთი ჩაის კოვზი სოდა.
კარაქი ავთქვიფოთ კარგად. დავუმატოთ არაჟანი, ფქვილი, სოდა, ვანილი და მოვზილოთ. შემდეგ გავაბრტყელოთ ცერა თითის სიმსხომდე.
გადავკეცოთ, ისევ გავაბრტყელოთ. მესამე გადაკეცვის შემდეგ შევდოთ მაცივარში ერთი საათით.
რომ გამოვიღებთ, გავაბრტყელოთ ერთ სანტიმეტრ სისქემდე, დავჭრათ ნაირ-ნაირ ფორმებად და ზომიერი სიმხურვალის ჰაერღუმელში გამოვაცხოთ.
როცა გამოვიღებთ, ცხლადვე ამოვავლოთ ვანილიან შაქრის პუდარში, დავალაგოთ, გაცივდეს და მერე მიირთვით.