“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი მურთაზ ზოდელავა ხელისუფლების მიერ წარდგენილ ანტიკრიზისულ გეგმას “წინასაარჩევნო გეგმას” უწოდებს.
“დღის სტუმარში” სტუმრობისას ზოდელავამ “ქართული ოცნების” მიერ დღეს წარდგენილ დახმარების გეგმაზე ისაუბრა.
“მთავრობამ დადო არა ანტიკრიზისული გეგმა, არამედ მთავრობამ დადო საარჩევნო გეგმა”, – თქვა მან.
“მთავრობის გეგმა გაწერილია ექვს თვეზე, ნაწილდება მიზერული თანხა ექვს თვეზე და ეხება საზოგადოების ძალიან მცირე ნაწილს. ჩვენ თუ გავალთ ქუჩებში, გარეუბნებსა და სოფლებში, ვიტრიალებთ იმ ხალხში, ვისაც დახმარება სჭირდება. რომ არ შევეხოთ ამ ბიუროკრატიას და ძალიან ბევრი ადამიანი მშიერი არ დარჩეს, ამიტომ ვამბობთ, რომ დავეხმაროთ ყველა ადამიანს”, – აცხადებს ზოდელავა.