სპილო სახელად შანტი ვაშინგტონის ეროვნულ ზოოპარკში გარმონზე ხორთუმით უკრავს.
მუსიკით გატაცება 36 წლის შანტის მისმა მომვლელმა, დები ფლინმენმა შენიშნა. ამიტომ შეუტანეს მას გარმონი გალიაში.
შანტის მუსიკის გარდა სხვა გატაცებებიც აქვს: მას მოსწონს ყურებით ხმაურის გამოწვევა და სხვა ხმების გამეორება,
ზოოპარკის თანამშრომლების თქმით, შანტი შრი ლანკადან გამოგზავნილი საჩუქარია. მას 10 წლის შვილი – კანდულა ჰყავს.