მუსლიმური სამყარო ყურბან-ბაირამს ზეიმობს. სადღესასწაულო ლოცვა ბათუმის ცენტრალურ მეჩეთშიც შესრულდა. მორწმუნეები მზის ამოსვლამდე შეიკრიბნენ, მრევლის ნაწილმა ლოცვა ქუჩაში შეასრულა.
ცნობისთვის, ყურბან-ბაირამი მუსლიმურ სამყაროში ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაულია. ამ დღეს მორწმუნეები ღმერთს ოთხფეხა შინაურ ცხოველს სწირავენ, ხორცის ნაწილს კი მეზობლებს და უპოვრებს უნაწილებენ. სადღესასწაულო სუფრისთვის უხვად ამზადებენ ტკბილეულსაც, მათ შორის ჰალვას. ასევე მოინახულებენ წინაპართა საფლავებს.