REUTERS-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ღაზის შესყიდვას აპირებს.
როგორც გამოცემა წერს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კვირას განაცხადა, რომ მზად არის იყიდოს და გახდეს ღაზას მფლობელი, მაგრამ შეუძლია მიწის მონაკვეთები მისცეს ახლო აღმოსავლეთის სხვა სახელმწიფოებს, რათა დაეხმაროს აღდგენის მცდელობებს.
ტრამპმა ეს განცხადება Air Force One-ში მყოფ ჟურნალისტებთან გააკეთა.