“დღეს მზია ამაღლობელის საქმის განხილვისას ექსპერტმა, რომელმაც ირაკლი დგებუაძეს ექსპერტიზა ჩაუტარა, თქვა მარტივი რამ:
არ აღუწერია და არც ახსოვს, ირაკლი დგებუაძეს ლოყა წითელი ჰქონდა თუ არა, რადგან ლოყის სიწითლე არ არის დაზიანების მახასიათებელი.
ლოყა შეიძლება დაზიანების გარეშეც გაწითლდეს. ვერც ის აღიწერებოდა, ეტკინა თუ არა დგებუაძეს ლოყა, რადგან არც ეს შეიძლება გახდეს ექსპერტიზის შეფასების საგანი.
ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ ირაკლი დგებუაძეს დაზიანებები არ ჰქონია.
პროკურატურა მაინც ამტკიცებს, რომ მზია ამაღლობელმა ,,განახორციელა პოლიციელზე თავდასხმა“ და კვლავაც ჯიუტად ითხოვს, რომ მზია 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას იმსახურებს“,_ აღნიშნულ პოსტს სოციალურ ქსელში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნონა ქურდოვანიძე ავრცელებს.


































































