მზია ამაღლობელმა 2025 წლის 7 მაისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, ირაკლი კობახიძის, მამუკა მდინარაძის და სოზარ სუბარის წინააღმდეგ.
სარჩელით მოთხოვნილია ირაკლი კობახიძის, მამუკა მდინარაძის და სოზარ სუბარის მიერ სხვადასხვა დროს მასობრივი მედია-საშუალებების გზით მზია ამაღლობელის შესახებ გაკეთებული განცხადებების ცილისწამებად მიჩნევა და იმავე საშუალებით აღნიშნული განცხადების უარყოფა.
წყარო: ბათუმელები



































































