სს-საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურ დირექტორს 4 წელიწადში ნახევარ მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი აქვს მიღებული. აღნიშნულის შესახებ დავით თვალაბეიშვილის ქონებრივ დეკლარაციებში წერია, რომელიც საჯარო სამსახრის ბიუროს ვებ-გვერდზეა განთავსებული.
კერძოდ, 2017 წელს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ დავით თვალაბეიშვილმა შემოსავალი სახით, 212 500,00 ლარი მიიღო, რაც თვეებზე გადაანგარიშებით, დაახლოებით, 17 708 ლარია.
დეკლარაციის თანახმად, გასულ წელს, დავით თვალაბეიშვილის ოჯახის შემოსავალი ჯამში 251 045 ლარი იყო. აქედან სს-საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან მან 212 500,00 ლარის შემოსავალი მიიღო, ხოლო მისმა მეუღლემ თამარ დოლიძემ „მედი დენტ +“-იდან, სადაც ის სტომატოლოგია – 22383,00 ლარი; გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტიდან (ასოცირებული პროფესორი) 1250,00 ლარი, პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიიდან (სრული პროფესორი) კი, 625,00 ლარი. გარდა ამისა, თამარ დოლიძემ, გასულ წელს, „მედი დენტ +“-დან (ინდივიდუალური მეწარმე)14287,00 ლარის შემოსავალი მიიღო.
რაც შეეხება წინა წლების შემოსავლებს, როგორც საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე განთავსებული დეკლარაციებიდან ირკვევა, 2015 წელს, დავით თვალაბეიშვილმა სს-საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია გენერალური დირექტორის თანამდებობიდან – 175000.00 ლარის შემოსავალი მიიღო;
2014 წელს – ამავე პოსტიდან 175000.00 ლარი აქვს მიღებული, ხოლო შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალური დირექტორის მრჩევლის თანამდებობიდან – 4000.00 ლარი;
2013 წელს კი, სს-საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან – 25 000.00 ლარი; შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალური დირექტორის მრჩვლის პოსტიდან – 44400.00 ლარი;
სს საპარტნიორო ფონდი ენერგეტიკის საკითხებში აღმასრულებელი დირექტორის მრჩვლის პოსტიდან – 115500.00 ლარი; ხოლო აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტის მენეჯერის პოზიციიდან – 19298.48 დოლარი.
ჯამში, 2013 წლიდან-2016 წლის ჩათვლით თვალაბეიშვილს 591 000 ლარი მხოლოდ ნავთობისა და გაზის კორპორაციის დირექტორობისთვის აქვს მიღებული. რაც შეეხება სხვა სამსახურებიდან მიღებულ შემოსავლებს, ჯამში ეს თანხა 751 400 ლარი და 19 298 დოლარია.
2017 წლის 30 მარტს კი, დეკლარაციის შევსების მომენტში, დავით თვალაბეიშვილს საქართველოს ბანკის სახელფასო ანგარიშზე 15738,00 ლარი; ანაბარზე ჯამში 55 800 დოლარი ერიცხებოდა.
თამარ დოლიძეს კი, “თი–ბი–სი ბანკის” ანაბარზე 5200,00 ლარი ჰქონდა, ხოლო სახელფასო ანგარიშზე 500,00 ლარი ერიცხებოდა.
რაც შეეხება თვალაბეიშვილის ქონებას, როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, დავით თვალაბეიშვილის 100,00%-იან საკუთრებაშია, 2014წელს, 116000,00-დოლარად ნაყიდი, 87,00 კვ.მ-ის ფართობის თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე.
მისი მეუღლე თამარ დოლიძე ფლობს 2011 წელს, 10000,00-დოლარად ნაყიდ, 1000,00 კვ.მ-ის ფართობის მიწის ნაკვეთს ტაბახელაში.
ასევე, მის საკუთრებაშია 2005 წელს, 25000,00-დოლარად ნაყიდი 110,00 კვ.მ-ის არასაცხოვრებელი ფართი თბილისში, არაყიშვილის ქუჩაზე.
თამარ დოლიძე ფლობს ორ ავტომობილს – 2009 წელს, 38000,00-ლარად შეძენილ Hyundai Tucson-ს და 2015 წელს, 71000,00 –ლარად ნაყიდ Toyota Rav 4-ს.
რაც შეეხება ოჯახის გასავლებს, დეკლარაციაში მითითებულია, რომ დავით თვალაბეიშვილმა გასულ წელს, ქონების გადასახადი 2715,00 ლარი გადაიხადა; ასევე
სწავლის გადასახადისთვის 27500,00 ლარი გასცა, ხოლო ნივთების შესაძენად 6500,00 ლარი დახარჯა. გარდა ამისა, დავით თვალაბეიშვილის სახელზე ამერიკან ექსპრესის 10 000-ლარიანი სესხია, რომელიც მას 2014 წელს აუღია და ვადა 2017 წლის სექტემბერში ეწურება. გასულ წელს კი, პროცენტის დასაფარად 200,00 ლარი აქვს გადახდილი.
ცნობისთვის, დავით თვალაბეიშვილმა სს-საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორის პოსტი 2012 წლის ნოემბერში დაიკავა.
უწყების ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, მან 1993 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი.
1996-2005 წლებში იყო სტრატეგიული დაგეგმვის სამსახურის დირექტორი / საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაცია;
2006-2007 – “Carbon Finance” პროექტების კოორდინატორი სამხრეთ კავკასიაში / მსოფლიო ბანკის თბილისის ოფისი;
2008-2010 – ენერგეტიკული პროექტების დირექტორი / ფონდი ათასწლეულის გამოწვევა საქართველო;
2010-2011 – ენერგეტიკული პროექტების მენეჯერი / აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს თბილისის ოფისი.
ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.