პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე საუბრისას აცხადებს, რომ ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია მომხმარებელთა რაოდენობას შეამცირებს. ამასთან, ძაბირაძის განცხადებით, არსებობს ეჭვი, რომ საქართველოს ხელისუფლება ნარკორეალიზატორებს მფარველობს და ხელს აფარებს. პოლიტოლოგი ხელისუფლებას მოუწოდებს ნარკორეალიზატორების მიმართ მკაცრი რეგულაციები გაატაროს.
,,ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია, ალბათ, სწორი ნაბიჯი იქნება, მაგრამ უფრო შორს წასვლა, მგონია, რომ დაუშვებელია. ვფიქრობ, პარალელურად რეალიზატორების წინააღმდეგ ბრძოლა უნდა გამკაცრდეს. ვერავინ დამაჯერებს, რომ შს სამინისტროს არ აქვს ინფორმაცია სართიჭალაში მყოფ ბარიგებთან დაკავშირებით. საზოგადოებაში არსებობს ეჭვი, რომ ნარკოტიკების გავრცელებას და მის ტრანზიტს ხელისუფლება მფარველობს, იგივე ბრალდება ისმოდა ,,ნაციონალების“ მიმართ. რეალურად ნარკოტიკების ტრანზიტი ყოველთვის იყო და დღესაც ხდება, რასაც ძალიან ძლიერი მფარველები ჰყავს. ხელისუფლებას თუ უნდა ნარკორეალიზატორების მფარველობასთან დაკავშირებით ეჭვი გაქარწყლდეს, ყველაზე ეფექტური ნაბიჯი იქნება, რომ ნარკორეალიზატორბეის წინააღმდეგ დაიწყოს სერიოზული ბრძოლა“, _ გვითხრა ძაბირაძემ.